|
2023-06-11 15:41:23, 960 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ზურაბ ჯაფარიძეს დღეს ავალებენ, რომ „უნდა ჩახვიდე სადღაც და ჩაიხადო“ - ხვალ სხვა რამეს დაავალებენ
ზურაბ ჯაფარიძეს არავინ ეკითხება, რას იტყვის, რა კითხვას დაუსვამენ და რას უპასუხებს. მაშინ დაავალეს და უთხრეს, რომ "შენ ახლა რუსეთთან დაკავშირებით არ უნდა ილაპარაკო ცუდი რაღაცები - ეკონომიკაზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე უნდა ილაპარაკო". ზურაბ ჯაფარიძემ ისევე, როგორც მისმა პოლიტიკურმა მეგობრებმა, ასე ილაპარაკეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძეს დაუსვეს კითხვა, თუ რას უკავშირებს ჯაფარიძის რიტორიკის და შეხედულებების შეცვლას, რომელიც 2011 წელს რუსეთთან ვაჭრობის მომხრე იყო. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს ახლა დავალებული აქვს, რომ „აჟრიალებდეს ყველაფერ რუსულზე“, ხოლო მომავალში, შესაძლოა, კვლავ დაავალონ ნარატივის შეცვლა, რაც მდინარაძის თქმით, აგენტის ხვედრია. „დღეს ავალებენ, რომ "შენ ახლა უნდა ჩახვიდე სადღაც და უნდა ჩაიხადო", უკაცრავად, ამის თქმა რომ მიწევს. "შენ ახლა გევალება, რომ უნდა გაჟრიალებდეს ყველაფერ რუსულზე, უნდა გაგიჟდე, გადაირიო და უნდა დაგბურძგლოს" და ამას აკეთებს. ხვალ სხვა რამეს დაავალებენ, ისევ შეცვლის ამ ნარატივს და ისევ იტყვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ ეკონომიკურია და ცუდი არ არის - ეს არის აგენტის ხვედრი. საბედნიეროდ, უდიდეს უმრავლესობას ამ ქვეყანაში შეუძლია საკუთარი აზრებით ილაპარაკოს, რასაც თვითონ ფიქრობს. ზურაბ ჯაფარიძეს და მისნაირებს თანავუგრძნოთ, რადგან მათ არ შეუძლიათ საკუთარი აზრი ჰქონდეთ, რასაც დაავალებენ, იმას ილაპარაკებენ. რუსეთზე ხან ასე ილაპარაკებენ, რომ ეკონომიკას ეხება საქმე, ხან ისე ილაპარაკებენ, რომ თითქოს ბრაზდებიან, რადგან გაბრაზება აქვთ დავალებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)