06:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-11 11:33:05, 820 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ  ღონისძიებას დაესწრო.

კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სამგორის რაიონის დაარსებიდან 50 წლისთავი მიულოცა.

„სამგორი ზეიმობს დაარსებიდან 50 წლისთავს. ერთ-ერთი ახალგაზრდა რაიონია ჩვენს უძველეს, ულამაზეს დედაქალაქში. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც და უშუალო ჩართულობით  შედგა დღევანდელი საღამო, მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

ღონისძიების კონცეფციის განხორციელებაში, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების  ჩართულობით შემუშავდა, რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი კერძო და არაკომერციული  ორგანიზაციები იყვნენ ჩართულნი. 

საიუბილეო ღონისძიება საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. გამოიფინა  სამგორის  განვითარების ამსახველი ისტორიული  ფოტო-მასალა.  მოეწყო პროფესიული და  სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.   

ფესტივალი  მუსიკალური პროგრამით დაიხურა, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჯგუფები -  „რეგიონი“ და „რეზო და  ბავშვები“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics