15:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 16:54:09, 1553 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯასტინ ტრუდოს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

"მივესალმები კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს და მისი გუნდის წარმომადგენლებს უკრაინაში.

რუსეთის ყველა მცდელობის მიუხედავად ჩვენი ხალხის დამხობისა, უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. გამარჯვებაში ჩვენ ერთად ვიდგებით ისევე, როგორც ახლა ვდგავართ - ჩვენი ცხოვრებისა და ადამიანების დასაცავად",- წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ვიცე-პრემიერ, კრისტია ფრილანდთან ერთად დღეს, 10 ივნისს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics