23:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 10:09:15, 1052 ნახვა

სამართალი
შსს - დავაკავეთ მამაკაცი, რომელმაც გორში ეკლესია გაქურდა და კიდევ 4-ის ქურდობა აღიარა

​შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

დაკავებულმა მის მიერ, ჩადენილი კიდევ 4 ეკლესიის გაქურდვის ფაქტი აღიარა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა, ფულს და წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონს.

პოლიციამ, ეკლესიებიდან მოპარული თანხის ნაწილი, ასევე წმინდა გიორგის გამოსახულების მედალიონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics