|
2023-06-06 16:49:14, 1521 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი კახოვკის აფეთქებაზე - რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი დანაღმული ჰესი თვითონვე ააფეთქეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ბუქარესტის ცხრიანის" სამიტზე ვიდეოჩართვისას, კახოვკის ჰესის აფეთქების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთი წელიწადზე მეტია აკონტროლებს როგორც კაშხალს, ასევე მთელ კახოვკის ჰესს. პრეზიდენტის თქმით, ჰესი რუსეთის მხრიდან იყო დანაღმული, რომელიც თავადვე ააფეთქეს. "რუსეთმა ააფეთქა გარემოს მასობრივი განადგურების ბომბი. ეს არის ადამიანის მიერ გამოწვეული ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს არის ყველაზე საშიში ტერორისტი მსოფლიოში. და ამიტომ რუსეთის დამარცხება, რომელსაც ჩვენ მაინც ვუზრუნველყოფთ - იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაში თქვენთან, ჩვენს ევროპასთან და მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს. უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)