|
2023-06-05 17:46:48, 872 ნახვა
პოლიტიკა
კოლარი - EU-ში გაწევრიანება არ არის მარტივი - უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე
ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მარტივი პროცესი - უარი უნდა თქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს; უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, საქართველოს ამ გზაზე ხელი შეუშალოს,- ამის შესახებ სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილთან, ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლფგანგ სობოტკასთან და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე მარკეტა პეკაროვა ადამოვასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კოლარის თქმით, სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. "სლოვაკეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერს მხარს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას უკრაინაში... სლოვაკეთი მხარს უჭერს სტაბილურ, დემოკრატიულ საქართველოს და ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ საზოგადოებასა და ასევე, ვაჭრობას, ეკონომიკას, უერთიერთობას, რაც აუცილებელია თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად. ეს არ არის ადვილი პროცესი - ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ მთლიანი გზა, ტენდენცია უნდა იყოს თვალნათელი. უარი უნდა თქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს; უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, საქართველოს ამ გზაზე ხელი შეუშალოს",- განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ბორის კოლარმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)