|
2023-06-05 14:52:07, 766 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - დასაქმება ისტორიულ მაქსიმუმზეა, უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმზეა შემცირებული
დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას, უმუშევრობა არის შემცირებული ისტორიულ მინიმუმზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ისტორიულ მინიმუმზეა ასევე უმუშევრობა და სიღარიბე. „სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა პირველ კვარტალში, 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა პირველ კვარტალში და შეადგინა 716 000, რაც პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, 2020 წელს ჩვენ გვქონდა პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პანდემია ასახული და პანდემიის ეფექტი არ იყო ასახული და მაშინ იყო 31 000 და ეს მაშინ ითვლებოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ახლა, რამდენიმე, სულ ორი წლის შემდეგ, გვაქვს 42 000 პირველ კვარტალში მატება დასაქმების მიმართულებით, ასე რომ ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა. იცით, რომ წინა კვირას ამის თაობაზე ჩვენს ეკონომიკურ გუნდს ქონდა საუბარი, ასევე სტატისტიკის დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ამის თაობაზე მონაცემები, დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას, უმუშევრობა არის შემცირებული, ისტორიულ მინიმუმზე, ისევე როგორც სიღარიბე არის შემცირებული და არის ჩამოსული ისტორიულ მინიმუმზე“,- განაცხადა პრემიერმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)