|
2023-06-01 19:48:45, 966 ნახვა
პოლიტიკა
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ქალაქებსა და სოფლებზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი
დღის განმავლობაში რუსებმა ხერსონის ოლქის ქალაქებსა და სოფლებს დაარტყეს, რის შედეგადაც 70 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სულ მცირე სამი პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. როგორც პროკუდინიმ აღნიშნა, რუსული თვითმფრინავები ბერისლავში თავს დაესხა პურის ქარხანას, რის შედეგადაც დაშავდა ორი მამაკაცი, ხოლო ქალაქზე თავდასხმის შედეგად დაშავდა ადგილობრივი მცხოვრები, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება. "რუსულმა თვითმფრინავებმა დაესხნენ პურის ქარხანას ბერისლავში. ქალაქში ორი დარტყმა მოხდა. ორი მამაკაცი, 57 და 20 წლის, მსუბუქად დაშავდა თავდასხმის შედეგად. რუსულმა არმიამ ნაღმტყორცნებიდან ესროლა ქალაქს, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის" - წერს პროკუდინი.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)