|
2023-05-31 20:42:54, 1101 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ ნარატივში ბოლომდე არ ჩაჯდა
ხალხის სწორი რეაქციის შედგად, ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ტონი შერბილებული იყო, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია უკმაყოფილოა, რადგან სალომე ზურაბიშვილი მათ ნარატივში ბოლომდე არ ჩაჯდა. „ოპოზიცია უკმაყოფილოა ერთადერთი რამის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ ნარატივში ბოლომდე არ ჩაჯდა. დღეს თქვენთან საუბარში ვივარაუდე, რომ პრეზიდენტს პოზიტიური გამოსვლა ექნებოდა. ეს პროგნოზი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ამას ხალხის რეაქცია უზრუნველყოფდა. ეს ასე მოხდა – შერბილებული ტონი უზრუნველყო ხალხის აბსოლუტურმა სწორმა რეაქციამ. ალბათ, სალომე ზურაბიშვილს უნდა ავუხსნათ, რომ როცა გამოდის საქართველოს პარლამენტში, ასევე 26 მაისის ღონისძიებაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეს ყველაფერიც გადის. 2023 წელს თანამედროვე ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ უცხოელებმა საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ. აქ სხვანაირი ლაპარაკი და იქ შედარებით დაბალანსებული ერთი და იმავეა. ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ. უნდა ვთხოვოთ, რომ თუ მას შეუძლია, შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს, შეუძლია, იგივე საქართველოშიც გააკეთოს. ამის საპირისპირო გააკეთა პარლამენტსა და 26 მაისის ღონისძიებაზე, რაც ცუდი იყო, მაგრამ დღეს ტონი გაცილებით დარბილებული იყო, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო. ხალხზე აქცენტირებას აკეთებდა, ეს გარკვეული მესიჯბოქსის ნაწილია, მაგრამ არაუშავს. მთავარია, ყველა უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ყველა დანარჩენი არის დეტალები, რასაც შეიძლება შედარებით მნიშვნელობა აღარ მივანიჭოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)