20:53 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 12:45:38, 699 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ივანიშვილმა სააკაშვილის ბრუტალური დიქტატორული რეჟიმი შეცვალა

ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული. ესაა ადამიანი, რომელმაც 2012 წელს ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში, რომელმაც შეცვალა ბრუტალური დიქტატორული რეჟიმი სააკაშვილის, იმიტომ, რომ სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა ივნისისთვის დასრულდება, თუმცა შეუსრულებელი რჩება ერთი რეკომენდაცია - დეპოლარიზაცია, ან პოლარიზაციის დასრულება.

„რახან იკითხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხი, ჩვენ გამოცდილება მივიღეთ უკრაინიდან. კარგად იცით, რომ მსგავსი კანონი მემგონი ორი წლის წინ მიიღო უკრაინამ, და ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება. ამიტომ, უკრაინის მაგალითი ავიღეთ და ვენეციის კომისიაში გავგზავნეთ კანონპროექტი, მათგან მივიღეთ მოსაზრებები. მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გარკვეული კრიტიკაც მოვისმინეთ, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი, რატომ არ გვჭირდება, ვერ ვხვდები. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზეა საუბარი. კანონის მიღება-არ მიღების საკითხი მინდა გავშალო. ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ის არის, რომ მე არ მინდა აქ საქართველოს პოლიტიკაზე ვისაუბრო, მაგრამ რახან იკითხეთ, რეალური ოლიგარქი არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი. თქვენი ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ. როგორც კი მივიღებთ ამ კანონს, ყველაფერი იქნება გარკვეული და მისტიკას მოვხსნით ამ საკითხს და ამ ბრალდებებს. უსაფუძვლო და არგუმენტების გარეშეა ეს ბრალდებები. ამიტომ, რახან იკითხეთ დამფუძნებლის, ბატონი ივანიშვილის საკითხი, ძალიან ბევრი საქველმოქმედო ინიციატივა აქვს განხორციელებული. ადამიანი, რომელმაც 2012 წელს ეს ცვლილება მოახდინა ქვეყანაში, რომელმაც შეცვალა ბრუტალური დიქტატორული რეჟიმი სააკაშვილის. იმიტომ, რომ სააკაშვილის პერიოდში არ არსებობდა დემოკრატიის ნიშანი. ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეებში, ქუჩებში კლავდნენ, 300 000-ზე მეტი ადამიანი იქნა გასამართლებული. არ იყო არც თავისუფალი მედია, არც რეალური სამართალი, არც კანონის უზენაესობა. ჩვენ დრამატული ცვლილებები მოვახდინეთ ბოლო ათი წლის განმავლობაში და ეს ცვლილება უზარმაზარია. როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ისეთი განსხვავებაა",- განაცხადა პრემიერმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics