20:53 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 09:14:09, 853 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს 2 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორივე მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ციხეში უკვე გადაიყვანეს.

"ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს, 16 მაისს, პეტრიაშვილის მეგობარი, სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე, მეგობრის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და ისიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს",- წერს გამოცემა.

 როგორც "რადიო თავისუფლებას" ლევან პეტრიაშვილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, პეტრიაშვილის ოჯახი დახმარებისთვის წითელ ჯვარს მიმართავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics