|
2023-05-27 16:29:29, 854 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძემ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჰააგის კონვენციას მოაწერა ხელი
იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვის საკითხები ჰააგის კონფერენციის წარმომადგენლებთან განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტრო ჰააგის კონფერენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საერთაშორისო კონვენციების იმპლემენტაციას, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის წევრ და სხვა სახელმწიფოებში დაიცვან სამართლებრივი ინტერესები, როგორიცაა, სხვებს შორის, ოფიციალური დოკუმენტების მიღება და ჩაბარება; სასამართლო დავების წარმოება და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება; საოჯახო დავების შემთხვევაში ბავშვთა ინტერესების დაცვა. ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა ხელი მოაწერა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ" ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასა და „რჩენის ვალდებულებების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე" ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმს. კონვენციისა და ოქმის რატიფიკაციის შემდეგ ბავშვთა სასარგებლოდ ალიმენტის მიღება შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშობლები სხვა სახელმწიფოებში იქნებიან. კონვენციასთან შეერთება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან და ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და ის ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთიან სამართლებრივ სივრცეში საქართველოს თანამშრომლობასა და ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)