21:50 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-27 18:31:12, 949 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია იმართება

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრები, ჟურნალისტები და აქტივისტები მთავარი არხის დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ.

მსვლელობა მთავარი არხის ოფისიდან დაიწყო და აქტივისტები ორბელიანების სასახლესთან მივლენ, რათა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში ვიზიტამდე შეახსენებენ, რომ მედია მენეჯერის პოლიტიკური პატიმრობა ერთ ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის აქციას პუშკინის სკვერიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე მსვლელობით უერთდება.

"მე აქ ვარ, როგორც ადამიანი, ვინც ვალშია ნიკა გვარამიასთან. როცა მე ვიყავი, იქ სადაც, ჩემის აზრით არ უნდა ვყოფილიყავი და ნიკა იყო თავისუფალი, ყველაფერს აკეთებდა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იყო, რომ იქიდან სწრაფად გამოვსულიყავი. ამიტომ, ჩემი ვალდებულებაა, როგორც მოქალაქის, რომ ყველაფერი ვქნა რომ ნიკა გვარამია ძალიან სწრაფად გამოვიდეს", - თქვა ნიკა მელიამ.

სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. სწორედ ბრიუსელში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები პრეზიდენტს ამ აქციით ახსენებენ ევროპის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას - არ ჰყავდეს ქვეყანას პოლიტიკური პატიმარი და კრიტიკული მედიის მენეჯერი ტყვეობაში. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, ის პროევროპული პოზიცია, რაც მის განცხადებებში ისმის, საქმითაც გაამყაროს. 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics