|
2023-05-27 14:26:20, 967 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე - საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, თქვენ ჩვენი ფიქრი, ტკივილი და ამასთან, იმედიც ხართ
საქართველოს საპატრიარქო დიასპორის წარმომადგენლებისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვას ავრცელებს. მიმართვას გთავაზობთ უცვლელად : „ჩვენო სულიერო შვილებო, საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ! კიდევ ერთი წელი შეემატა ჟამთა სვლას და დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმის ფარგლებში, ყველა კვლავ გამორჩეული სიყვარულით გხვდებათ, რადგან თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ, ამასთან – იმედიც, რადგან მრავალი ოჯახის ფიზიკური არსებობა თქვენი შრომის შედეგია. თუმცა, უცხოეთში თქვენი მყოფობისას ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ თქვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ქართული ენა, ქართული სული, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შეუნარჩუნოთ. აღვნიშნავ იმასაც, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, შესაძლებლობისამებრ, ამ მიზანდასახულობითაც იღვწის, მაგრამ მშობლების როლი არსებითია. მუდამ გახსოვდეთ და პატარებსაც ჩაუნერგეთ, რომ თქვენ ჩვენი ერის სახე ხართ და თქვენი მყოფობის ადგილზე თითოეული თქვენგანი საქართველოს წარმოადგენს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ყველა ის ქვეყანა, სადაც თქვენ და ჩვენი სხვა თანამემამულენი ამჟამად ცხოვრობთ. ინებოს ყოვლადწმინდა სამებამ, რომ სამშობლოში დაბრუნება მალე შეძლოთ“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)