23:08 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-27 11:58:21, 904 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერ-მინისტრს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს

მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია არაფერი მწყინს, მაგრამ არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას ჰქონდა მცდელობა, რომ შეექმნა ერთი პროტოკოლის უწყება, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებით, რათა ქვეყნის შიგნით სამუდამოდ დალაგებულიყო სიტუაცია, თუმცა, ეს არ გამოვიდა, რადგან მისივე თქმით ყველას კერძო ამბიციები ამოძრავებს.

"მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია არაფერი მწყინს და ამით მე ვერავინ მაწყენს, მაგრამ, მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება, ისე რომ არ მოხდეს არაფერი და რაც არ უნდა იყოს აზრების განსხვავება, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული

ამისთვის, სხვათა შორის, მე ვეცადე, სამი წელია, რომ ერთი პროტოკოლის უწყება შეგვექმნა, ანუ კოორდინაცია შეგვექმნა სხვადასხვა სამინისტროს და ყველასთან ერთად, თუნდაც საპატრიარქოსთან, და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე არის სახელმწიფოს საკითხი, მაგრამ არ იქნა, იმიტომ, რომ ყველას აქვს თავისი პატარა კერძო ამბიციები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics