|
2023-05-26 10:10:55, 1054 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო - მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის
მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის,- ასე ულოცავს საქართველოში ამერიკის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს საქართველოს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. "ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!"- წერია საელჩოს განცხადებაში. საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. დამოუკიდებლობის დღე დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე, 11:00 საათზე მთავარი სამხედრო ღონისძიებით - უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყება. ფიცის დადების ცერემონია თბილისთან ერთად, 10 რეგიონში გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)