05:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 17:28:57, 1525 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა - ბათუმის სამრეწველო ზონის განვითარება და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმის სამრეწველო ზონის განვითარება და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სამრეწველო ზონაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სამრეწველო ზონაში და მიმდებარედ აქტიურად ხორციელდება გზებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელთა ჯამური ღირებულება ღირებულება 25 მლნ ლარს შეადგენს. ასევე, სამრეწველო ზონაში 25 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ინვესტიცია 38,8 მლნ ლარს შეადგენს.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პროექტების მიმდინარეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება მახოსა და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ხოლო მდინარე ჭოროხთან მიმდინარეობს  ნაპირსამაგრი სამუშაოები.

საწარმოების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, სამრეწველო ზონაში მთავარი და მეორეხარისხოვანი გზები შენდება. სამრეწველო ზონის მიმდებარედ ბათუმის მერიამ წყალარინების მაგისტრალური ქსელის მოწყობა და სატუმბი სადგურების მშენებლობა  განახორციელა, რაც ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვისაა გათვალისწინებული.

მთავრობის წევრებმა სამრეწველო ზონაში კარ-ფანჯრის საწარმო „კარი" და ლითონის საწარმოს „ეკო სთორი ჯის" მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics