|
2023-05-25 15:40:21, 691 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ძალიან მწარე მაგალითები გვახსოვს წარსულიდან და არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა, კითხვების დასმა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კატარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ კატარის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერის მხრიდან სწორი მესიჯები გაჟღერდა. კახა კალაძის თქმით, ქვეყანას მისი მომავლისთვის დამაზიანებელი შეცდომების გამეორების უფლება არ აქვს და კონკრეტული გადაწყვეტილებები ხელისუფლებამ მხოლოდ პრობლემების კარგად გაანალიზების შედეგად უნდა მიიღოს. „აღნიშნულ სამიტზე, კატარში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილის, სადაც სწორი მესიჯები იქნა გაჟღერებული. არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. დღეს გავდივართ ძალიან რთულ პერიოდს, როდესაც არის უდიდესი გამოწვევები, უდიდესი სირთულეები. შესაბამისად, ცხადია, ჩნდება კითხვები. როდესაც 2008 წელს დავკარგეთ ტერიტორიები, საქართველოში იყო ომი, სად იყო მხარდაჭერა, სად იყო თანადგომა, რატომ არ კეთდებოდა ეს განცხადებები, რატომ არ იყო სანქციები? ხომ გამოვიარეთ ეს სირთულეები, რა მივიღეთ ამით? დავკარგეთ ტერიტორიები, უამრავი ლტოლვილი, დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ბიჭები, მათ სულებს ვენაცვალე. რა მივიღეთ? ეს ყველაზე დიდი უბედურება ხომ გამოვცადეთ საკუთარ თავზე. ამიტომ ძალიან მწარე მაგალითები გვახსოვს წარსულიდან და არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომელიც დააზიანებს ამ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, ემოციებით არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. უნდა გავაანალიზოთ კონკრეტული საკითხები და ისე გადავდგათ ნაბიჯები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)