|
2023-05-25 15:01:15, 660 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არიან ადამიანები, რომლებსაც Facebook-ზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია EU-სა და უკრაინის დროშები - რატომ არ არის გამოსახული ჩვენი დროშა, გასცენ პასუხი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის ღონისძიებისთვის პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები არ არის გამოფენილი და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც Facebook-ზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, არავითარი საქართველო. კობახიძის თქმით, თუ რატომ არ არის გამოსახული მათ ჩარჩოებზე საქართველოს დროშა, ამ კითხვას გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და "ფსევდოლიბერალებმა". „ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, ძირითადად ესენი არიან “ნაციონალები“, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც მაგალითად, "ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ესაა მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოებზე გამოსახული საქართველოს დროშები ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)