|
2023-05-24 19:32:14, 965 ნახვა
პოლიტიკა
კოლომინა - „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ იყო
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე "უცხოური აგენტების" კანონპროექტს გამოეხმაურა. როგორც კოლომინამ აღნიშნა, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ იყო მიმართლი და ის მოხარულია, რომ მთავრობამ მიღებული კანონპროექტი უკან გაიწვია. "მარტში იმყოფებოდა ბრიუსელში მინისტრი დარჩიაშვილი და აპრილში პრემიერმინისტრი. მეც ვიღებდი მონაწილეობას ამ შეხვედრაში. ასევე, ჩვენი შეშფოთება გავაჟღერე, რომელიც რეფორმების რიტმთან დაკავშირებით, მათ შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, ზოგიერთი რეფორმის შინაარსობრივ მხარესთან გვაქვს შეშფოთება, რომელიც გადმოვეცით, ძალიან ნათლად გავაჟღერე. მაგალითად, "უცხოელი აგენტების კანონი" და მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული კანონის გაუქმება მოხდა. ჩვენი აზრით, ეს იყო დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ კანონი", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. შეგახსენებთ, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. 9 მარტს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-8 მარტს გამართულ აქციები წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)