|
2023-05-24 11:58:34, 749 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინელებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში
მინდა აგიხსნათ. თუ ჩვენ განვსჯით, ვთქვათ, ქვეყნის მუშაობას, მის დამსახურებას უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ჩვენ ორივეს ვუსწრებთ წინ, ორჯერ, სამჯერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, "თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, თუ საუბარია მუშაობაზე, როგორ მუშაობენ ეს ქვეყნები, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია გეოგრაფიის გამო, მიმდინარე ოკუპაციის გამო". „კვლავ ვიტყვი, რომ 20% კვლავ ოკუპირებულია. მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. არ მინდოდა ამაზე საუბარი. უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა, სამოქალაქო და მერე 2008 წელს რუსეთთან. პატარა ერი, 4 მილიონიანი მოსახლეობით პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან. ჩვენ რას ვაკეთებთ იცით, ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემი ამოცანა, ჩემი ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ჩემი ხალხის დაცვა", - განაცხადა პრემიერმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)