17:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 17:04:20, 830 ნახვა

საზოგადოება
გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა. 

ღონისძიებას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. ასევე, ყვავილებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. 

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია გმირების შესახებ. გენო ადამია იყო ღირსეული კაცი, გენერალ-მაიორი, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგაც აგრძელებდა ბრძოლას 23-ე ბრიგადასთან ერთად. ის გმირულად დაეცა ამ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხდი გმირების წინაშე. ჩვენს შვილებს კარგად უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული. როგორი ადამიანები იყვნენ ისინი და  როგორ იცავდნენ სამშობლოს ღირსებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

გენო ადამიამ 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგაც უარი თქვა დანებებაზე და განაგრძო აფხაზი სეპარატისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ის, 28 სექტემბერს გმირულად დაეცა კელასურის ხიდზე. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics