|
2023-05-19 15:10:40, 601 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გამოწვევები ბევრია, ხელისუფლება კი მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვით
დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როგორც სანქციების დაწესების, ასევე მათი მოხსნის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ცალმხრივად იქნა მიღებული. თბილისის მერის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვით. „ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ ვისაუბრე. ეს იყო ცალმხრივად გაცემული სანქციები და ვიცით, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათი მხრიდან, რომ მოიხსნას აღნიშნული სანქციები. ასე რომ, ჩვენ აქ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი დაკვეთა ჩვენი მოსახლეობას. დღეს, ჩვენ ვართ გამოწვევების წინაშე და ყველაზე მთავარი გამოწვევა, ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, გეტყვით, რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, აღნიშნული პოლიტიკით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? - გონიერებით, მშვიდობითა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)