17:41 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 17:06:23, 909 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - 2022-2023 წლებში, რეფერალური დახმარების პროგრამით დაფინანსდა 110 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურება

„2022-2023 წლებში, რეფერალური დახმარების პროგრამით დაფინანსდა 110 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურება. მათ შორის აღსანიშნავია, ონკოლოგიურ სერვისებსა და მედიკამენტებზე დახარჯული 25 მილიონ ლარზე მეტი, რამაც 11000 შემთხვევაში მოქალაქეს მისცა ძვირადღირებული მკურნალობის სრულად ჩატარების შესაძლებლობა“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა, რეფერალური დახმარების პროგრამაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მოქალაქეებისთვის დამატებითი შესაძლებლობაა, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ. 

მისივე განმარტებით, რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის 95%-იან ზრდასთან ერთად, გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მასშტაბი.

„იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი წვდომა უცხოეთში ისეთ სერვისებზე, რომელთა ჩატარება საქართველოში ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის, სამინისტრომ, გააფართოვა თანამშრომლობა კლინიკებთან თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში, სადაც ყველაზე ხშირად ხდება პაციენტების რეფერალი. 

საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე, რეფერალური პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში, გაცემულ იქნა 14 მილიონ ლარზე მეტი. 

ამავე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისები, რამაც 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის თებერვლიდან, საქართველომ დაიწყო უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს ჩამოსული მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა.

მხოლოდ რეფერალური პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებულია 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევა. 

გარდა აღნიშნული პროგრამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია საყოველთაო და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება და სხვა სოციალური ბენეფიტები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics