07:09 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 15:33:28, 770 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი დააზიანებს კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ ჩვენს სწრაფვას

უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მმართველ პოლიტიკურ პარტიას ეშინია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დააზიანებს.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მთავრობას აქვს უფლება, რომ პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა არ მისცეს.

"ეს არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლება, რომ თუ მაგალითად, მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, პრეზიდენტს არ მისცეს თანხმობა ვიზიტზე. ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. 

თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები საქართველოს პარლამენტის შენობაში როცა მას ჰქონდა მოხსენება და დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი განცხადებები. უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი",- ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფოორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობას თანხმობა ამ დრომდე არ გაუცია.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს უნდა მიმართოს. თავდაპირველად, მისი ვროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა ვიზიტი გადაიდო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მაშინ განმარტა, ვიზიტის გადადების მიზეზი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics