|
2023-05-18 15:13:48, 837 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ცესკო-სთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა ცესკო-ს წევრობისა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში ცვლილებები, პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრთა უფლებამოსილების ვადისა და მათი არჩევის წესის ცვლილებას. კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნება. ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პრეზიდენტის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით აირჩევიან. კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები - მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)