|
2023-05-18 11:18:57, 769 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი თავდასხმის ქვეშაა, მიზანი ადამიანების შიშის ქვეშ ყოფნაა
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის გამოყენებით, რომლის მიზანი ადამიანების შიშის ქვეშ ყოფნაა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. დეგნანის თქმით, კრემლის მხრიდან მოხიბვლის პოლიტიკას ხედავს, იმისთვის, რომ დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და შეეცადოს, ჩამოაშოროს ის დასავლელ პარტნიორებს. "ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის გამოყენებით, რომლის მიზანი ადამიანების შიშის ქვეშ ყოფნაა. შიშის, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავს, თუ საქართველო გააგრძელებს საკუთარი ევროპული მომავლისკენ სწრაფვას. შესაძლოა, რუსეთის დამშვიდების პოლიტიკის სანაცვლოდ ჩვენ ვხედავთ პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. კრემლის მხრიდან ვხედავთ მოხიბვლის პოლიტიკას იმისთვის, რომ დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და შეეცადოს, ჩამოაშოროს ის დასავლელ პარტნიორებს. საქართველოს ისტორია რუსეთთან აღსავსეა დაუსრულებელი დაპირებებით და დამცირებით. ეს მოგონებები ალბათ საკმარისია, რომ განაწყოს ქართველები კრემლის ამ ბოლო მცდელობის წინააღმდეგ, რომ კვლავ შეიყვანოს საქართველო რუსეთის ჩრდილში",- განაცხადა დეგნანმა.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)