|
2023-05-17 18:14:46, 1197 ნახვა
პოლიტიკა
ადმინისტრაცია - პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობას თანხმობა ამ დრომდე არ გაუცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, 27 აპრილს საქართველოს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ დრომდე მათ თანხმობა არ გაუციათ. "15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. თავდაპირველად, მისი ვროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა ვიზიტი გადაიდო. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, ვიზიტის გადადების მიზეზი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)