|
2023-05-17 12:01:53, 763 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ციფრულ ბანკში საჩუქრების მორიგი მარათონი იწყება
"თიბისის" ციფრული ბანკი კვლავ იწყებს საჩუქრების კამპანიას, ამჯერად რეგიონში ყველაზე დიდ მუსიკის ფესტივალთან Tbilisi Open Air-თან ერთად. "თიბისი" ციფრული ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მოიგონ ფესტივალზე დასასწრები სამდღიანი აბონემენტები. კამპანია 22 მაისს აიღებს სტარტს და 18 ივნისამდე, 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად, თითო კვირაში გათამაშდება 125, ჯამში კი 500 ცალი აბონემენტი. თამაშის წესები ძალიან მარტივია! აბონემენტის მოსაგებად, მონაწილეობა უნდა მიიღო ყოველკვირეულ თამაშში. ყოველი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უნდა შეასრულო ციფრული ბანკის ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარმატებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო კვირის ფინალურ მარათონში, სადაც გამარჯვებული 125 მონაწილე საჩუქრად მიიღებს ფესტივალის სამდღიან აბონემენტს. კამპანიის ფინალი იქნება 10 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი 125 მონაწილე, რომელიც ფინალურ დღეს ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს. კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს "თიბისის" ციფრული ბანკი და არის 18 წლის და ზევით. შეგახსენებ, არ დაგავიწყდეს გადმოწერო ან განაახლო "თიბისის" ციფრული ბანკი, რომ აპლიკაციის მთავარ გვერდზე თამაშის ღილაკი გამოგიჩნდეს და კამპანიაში ჩართვა შეძლო. უფრო მეტ ინფორმაციას ამ ვებ-გვერდიდან მიიღებ: ციფრული ბანკის თამაში. "თიბისის" ციფრული ბანკი 800 000-ზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილია. ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს სხვადასხვა ტრანზაქციის შესრულება, თუ მომსახურების მიღება მცირე დროშია შესაძლებელი.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)