|
2023-05-16 17:07:46, 1058 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის უფროსი გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელს, ზაიდა მანატს შეხვდა, რომელიც საქართველოში OECD-ის კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული კონფერენცია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის კომპეტენტურ უწყებათა რიგით მე-10 ყოველწლიური შეხვედრაა. სამუშაო შეხვედრისას, მხარეებმა OECD-ის წევრი სახელმწიფოების საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის, მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ,,ჩვენ OECD-სა და გლობალურ ფორუმთან თანამშრომლობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამასთან მაქსიმალურად ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი აქტიური ჩართულობა საგადასახადო საკითხებზე მომუშავე ჯგუფსა და პლატფორმებზე. საქართველო გააგრძელებს მჭიდრო კომუნიკაციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის გაუმჯობესებას",- განაცხადა ლევან კაკავამ. შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სამდივნოს ხელმძღვანელს, OECD-ის საერთაშორისო კონფერენციის თბილისში ორგანიზებისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ უწყების უფროსის მოადგილე პაატა კილაძე, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტის ხელძღვანელი ზაზა თაბაგარი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირები.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)