|
2023-05-16 11:56:21, 716 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ხორბლის დარჩენილი ადგილობრივი მარაგებისა და წლევანდელი ახალი მოსავლის დაბინავების საკითხები განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროავრცელებს. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის ნაწილში მოსავლიანობა 60%-ით გაიზარდა და მარცვლეულის წარმოების ზრდის პოზიტიური დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება, რაც სამინისტროს მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ 4 ათასზე მეტი მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერი სარგებლობს შეღავათიანი აგროკრეტით, სადაც მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობა; ასევე, სასოფლო-სამეურნეო, მათ შორის მოსავლის ამღები ტექნიკა.
„სახელმწიფო ყოველთვის მხარში უდგას ფერმერებს და ახლაც აქტიურად მუშაობს, რათა ახალი მოსავლის აღება და რეალიზაცია ფერმერებმა შეუფერხებლად განახორციელონ. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ხორბლის ფასს, რამდენიმე თვის წინ, ხორბლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე იყო მაღალი; თუმცა, მოსავლის რეალიზატორებს ჰქონდათ ფასის მატების მოლოდინი, რის გამოც არ მოახდინეს პროდუქციის რეალიზაცია. დღეის მდგომარეობით, ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებელ ქვეყნებში მოსავალი უპრეცედენტოდ უხვი იყო. ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით ახალ მოსავალს და მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა შეძლონ მოსავლის შეუფერხებლად დაბინავება და სათანადო შემოსავლის მიღება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ინტენსიურად იმართება შეხვედრები მარცვლეულის მწარმოებელ, ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის, პურის მწარმოებელთა ასოციაციის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან, რათა მიღწეულ იქნას ისეთი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შენარჩუნდება პურზე ფასი და პარალელურად, ფერმერები შეძლებენ შეუფერხებლად მოსავლის დაბინავებას. ყველა ჩართულ პირთან საკითხების საბოლოოდ შეჯერების შემდეგ უახლოეს მომავალში მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)