10:46 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 20:52:28, 892 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხები აბსურდის თეატრად იქცა

საერთო ჯამში, საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხები იქცა აბსურდის თეატრად. უკვე, ყოველ ნაბიჯზე, ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მათი მთავარი მიზანია, რომ შექმნან პოლიტიკური სკანდალები არა შედეგით, არამედ თავად პროცესით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანი პოლიტიკური სკანდალების დადგმაა. საგამოძიებო კომისიის შექმნითაც, პოლიტიკური სპეკულაციების შექმნას ცდილობენ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება. 

"მე ოპოზიციას ერთადერთ რამეს მოვუწოდებ. უკვე წელი გადის თითქმის, რაც 12 რეკომენდაცია იქნა წარმოდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს მათ შესასრულებლად და  უმეტესი სამუშაოებისა სწორედ უმრავლესობამ გასწია. ამ ფონზე, ოპოზიციას ან ბოიკოტი აქვს, ან არაფერი მნიშვნელოვანი წვლილი არ შექონდა ამ პროცესში. მოვუწოდებ მათ, რომ შეეშვან პოლიტიკურ აბსურდის თეატრს და ჩაერთონ ამ რეკომენდაციების შესრულებაში”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics