07:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 15:15:02, 1432 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები, უწყების სამსახურისა და განყოფილების უფროსები ესწრებოდნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს და აქცენტი ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა.

"ხელმძღვანელ პირებმა მოისმინეს მიმდინარე წლის, პირველ კვარტალში გაწეული მერიის უწყების თითოეული სამსახურის საქმიანობის ანგარიში. ისაუბრეს ბიუჯეტის შესრულებაზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ მიმართულებებზე, შესყიდვებისა და ზედამხედველობით ღონისძიებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროგრამებზე.

ყურადღება გამახვილდა ზაფხულის ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ტურისტული ლოკაციების, საპიკნიკე ადგილების მოწესრიგებასა და მოახლოებულ სამთო იალაღებზე გასვლასთან დაკავშირებულ სამზადისზე.

ასევე, კომუნალური სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების გაზრდასთან დაკავშირებით, პირველ მოადგილეს, მირიან აბაშიძესა და შესაბამის სამსახურებს დაევალათ, უწყების წესდებაში და სახელში ცვლილებების პროექტის მომზადება, რომელიც განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

ომარ ტაკიძემ, სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა, მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებები წარმატებით და შეუფერხებლად უნდა განხორციელდეს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics