|
2023-05-13 16:11:44, 782 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - თუკი ვინმე არ იცავდა კრიტერიუმებს, იყო თავად პატიმარი სააკაშვილი
სტრასბურგის სასამართლოს ყველა კრიტერიუმი სახელმწიფოს მხრიდან იყო დაცული, თუკი ვინმე ამ კრიტერიუმებს არ იცავდა, იყო თავად პატიმარი სააკაშვილი,- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. „ხშირად ვამბობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა ეს კრიტერიუმი იყო სახელმწიფოს მხრიდან დაცული, თუკი ვინმე ამ კრიტერიუმებს არ იცავდა, იყო თავად პატიმარი სააკაშვილი. ეს დღეს დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კიდევ ერთხელ შემიძლია, მოვუწოდო პატიმარ სააკაშვილს, რომ აღადგინოს ნორმალური კვებითი რეჟიმი, შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება და მშვიდ პირობებში მისი ჯანმრთელობის დაცვის საშუალება მისცეს ექიმებს და სახელმწიფოს, მოიხადოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც მას დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ სრულიად დამსახურებულად მიუსაჯა“,- განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 მაისს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში საკმურნალოდ გადაყვანაზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)