|
2023-05-12 20:24:30, 915 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ყველა კორექტული იყო
ახელმწიფოს მოქმედება ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თვითდაზიანება არ არის გამოსავალი და მოუწოდებს მსჯავრდებულს, რომ დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს. "დღევანდელი საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ურყევად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ. სახელმწიფოს მოქმედება ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. ჩვენ ვზრუნავთ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ თვითდაზიანება არ არის გამოსავალი და მოვუწოდებთ მსჯავრდებულს, დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს", - წერს ბრეგაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)