|
2023-05-11 17:21:43, 808 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გავრილოვთან ღვინით დგომა ელემენტარული ადათ-წესების ამბავია
გავრილოვთან ღვინით დგომა არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვას, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა თქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, აპირებს თუ არა მმართველი პარტიის თავმჯდომარე მას 2019 წლის მსგავსად დახვდეს, კობახიძემ ასე უპასუხა: "გავრილოვი რატომღაც არის კონკრეტული სამი ტელევიზიის ფავორიტი რესპონდენტი. რაც შეეხება ღვინით დგომას, ეს არის ელემენტარული ადათ-წესების ამბავი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაგრამ, რაც შეეხება იმას, რომ გავრილოვი არის თქვენი ტელევიზიების ფავორიტი რესპონდენტი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს". ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების აკრძალვა გააუქმა, თქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოში იმყოფებოდა 2019 წელსაც, რა დროსაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, მან პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა. მომხდარს თბილისში პროტესტი მოჰყვა. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს, სწორედ ანტისაოკუპაციო აქციების გამო გამოსცა.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)