|
2023-05-11 12:53:22, 1336 ნახვა
პოლიტიკა
დუმის დეპუტატი - მზად ვარ, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი დავაყენო
მზად ვარ, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი დავაყენო,- ამის შესახებ რუსეთის "დუმის" დეპუტატმა, ევგენი პოპოვმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია "რია ნოვოსტისთან" საუბრისას განაცხადა. პოპოვის თქმით, ეს ორმხრივად მოძრაობის გზაა და ამ ეტაპზე არანაირი "საპარლამენტო თანამშრომლობის" ჯგუფების შექმნა არ იგეგმება, ვინაიდან რუსეთ-საქართელოს შორის ბევრი წინააღმდეგობაა. "ჟურნალისტები რუსეთის და საქართველოს პარლამენტების დონეზე ურთიერთობების დათბობაზე და ურთიერთ თანამშრომლობისთვის "მეგობრობის ჯგუფის" შექმნაზე მეკითხებიან; რუსეთის დუმაში მსგავსი ჯგუფი გასაგები მიზეზების გამო არ იქმნებოდა, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. მზად ვარ, ეს საკითხი განსახილველად გამოვიტანო სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის და დუმის საბჭოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, "საპარლამენტო თანამშრომლობის" ჯგუფები მოსკოვსა და თბილისში შეძლებდნენ საკუთარი წვლილი შეეტანათ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაში. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ არის საუბარი რაიმე „სამეგობრო“ ჯგუფზე. ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი წინააღმდეგობაა. ეს არ აუქმებს საპარლამენტთაშორისო დიალოგის შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნების და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე",- განაცხადა პოპოვმა.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)