|
2023-05-10 17:05:22, 920 ნახვა
პოლიტიკა
აუდიტის სამსახური - პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ
აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, თავისი მანდატის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში აწარმოებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მონიტორინგი ასევე ვრცელდება იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომელთა საქმიანობაც შესაძლებელია აფილირებული იყოს კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტთან. „სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, თავისი მანდატის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში აწარმოებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს. „მონიტორინგი ასევე ხორციელდება პარტიების შემომწირველთა ფინანსურ ინფორმაციაზე. მუდმივი მონიტორინგის პროცესში, სხვადასხვა ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის მიერ პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის გაწეული ხარჯების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათზე ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყალბი ორგანიზაციებით ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ინვესტირება ხდება, საკითხით კი, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)