|
2023-05-10 15:08:27, 940 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - პუტინის გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ
პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პოლიტიკის მიმართ,- ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას. დეკანოიძის თქმით, ხელისუფლების მიერ ანტიდასავლური პოლიტიკის გაძლიერება ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლად აღიქმება. "პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება, "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი ატარებს ქვეყანაში. ეს არის ანტიდასავლური პოლიტიკა, ანტიუკრაინული პოლიტიკა და ზუსტად პუტინის გადაწყვეტილება, დააჯილდოვოს საქართველოს ხელისუფლება ეხება იმას, რომ მან აკრძალვა მოხსნა თავისი გადმოსახედიდან და კრემლის გზავნილის გასაძლიერებლად ფრენებზე, სავიზო შეზღუდვაზე. ეს არის პირდაპირ ის გზავნილი, რომელსაც პუტინი და კრემლი უშვებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გააძლიერებს ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ პოლიტიკას, გააძლიერებს მათ შორის კრემლის გზავნილებს და გავლენებს და ეს იქნება და უკვე არის აღქმული ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლად",- ამბობს დეკანოიძე. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)