|
2023-05-10 13:07:41, 926 ნახვა
საზოგადოება
აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ მგზავრსა და რეისს მოემსახურა
2023 წლის აპრილში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა არსებობის მანძილზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 81%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აპრილში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 122,410 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის აპრილი 67,530 - მგზავრი). „მგზავრთნაკადის გარდა, 2022 წლის აპრილში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობაც ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. აპრილის თვეში აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 359 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის აპრილი 219 - რეისი). ოთხი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 375,459 მგზავრსა და 1,213 რეისს მოემსახურა. მგზავრთნაკადი 2019 წელთან შედარებით 67 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 62 %-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. შეგახსენებთ, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)