|
2023-05-09 12:51:50, 827 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დაიწყოს ცესკო-ს სრული უზურპაციის პროცესი და მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის
პრეზიდენტის ინსტიტუტის მორიგ ჯერზე დაკნინების მიზნით და ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის დღის წესრიგით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა დაიწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაციის პროცესი და ფაქტობრივად, მოემზადოს არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. როგორც სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველ პოლიტიკურ პარტიას აქვს განცდა, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ არჩევნების სრული გაყალბებით შეძლებს. "რატომ სჭირდება ეს "ქართულ ოცნებას"? - ეს სჭირდება იმიტომ, რომ ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს. მათ აქვთ განცდა, რომ მხოლოდ არჩევნების სრული გაყალბებით შეიძლება შეინარჩუნონ ხელისუფლება",- ამბობს სალომე სამადაშვილი. შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და საკანონმდებლო ორგანისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს და რომელთა ინიციატორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)