08:05 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-06 11:43:56, 1533 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - რუსეთმა თავისი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნებაზე უარი თქვა, რადგან ზარალს არ ცნობდა

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას თავისი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნებაზე უარი თქვა, რადგან ზარალს არ ცნობდა,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

რეზნიკოვის თქმით, პუტინს არ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შესახებ.

"რუსების ცინიზმმა გამაოცა. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვიყავით მოლაპარაკებებზე [ბელარუსში, 2022 წლის 28 თებერვალს], ჩვენ დავთვალეთ დაახლოებით 3 000 დაღუპული რუსი ჯარისკაცი. ჩვენ ვსხედვართ, ვსაუბრობთ, მეორე მხარეს მომლაპარაკებელი მხარე ზის. ვეუბნები, კარგი, დერეფნებზე და მოსახლეობის გაყვანაზე შევთანხმდით, მაგრამ თქვენი დაღუპულების გვამებს რას ვუზამთ?

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მიმართავს და ამბობს, რომ "არ ვადასტურებთ, გვყავს 10 ან 20 ან 30 დაღუპული. დელეგაციის ხელმძღვანელი ჩემთან ბრუნდება: „არ ვადასტურებთ“. მე ვამბობ, შეიძლება არ დაადასტუროთ, მაგრამ 3 000 ჯარისკაცის ცხედარი ჩვენს ტერიტორიაზე ლპება",- განაცხადა რეზნიკოვმა.

შეგახსენებთ, რომ  სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინამ 1 751 დამცველის ცხედრის დაბრუნება შეძლო.

ამასთან, თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics