|
2023-05-06 01:27:49, 1559 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო მაღაზია ორთოპედიული პროდუქტებისთვის
სამედიცინო მაღაზია ახალი ხედვა არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. სამედიცინო ჯგუფს ქართულ ბაზარზე თერთმეტწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს. მომხმარებლებს კომპანია ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Tipsan-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას აწვდის. ● SIGVARIS შევიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერია. ● MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, საქართველოში სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ MORSA CYBERG-ის ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერ არის აღიარებული და მომხმარებელს 200-ზე მეტ პროდუქტს სთავაზობს. ამ ბრენდების ერთობლიობა თავისთავად უმაღლეს ხარისხზე მეტყველებს , ეს კი, თავის მხრივ, პროდუქტების მიმართ მომხმარებლებში დიდ ნდობას უკვე წლებია იმსახურებს. სამედიცინო მაღაზიათა ქსელი „ახალი ხედვა“ მომხმარებელს ორთოპედიული მიმართულებით პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ფილიალებში ორთოპედიული პრობლემებისთვის განკუთვნილი ფიქსატორების, სუპინატორების, წელის ქამრებისა და კორსეტების შეძენაა შესაძლებელი. ● ორთოპედიული ფიქსატორები - არსებობს სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომ პერიოდში გართულების თავიდან ასაცილებლად. ● სუპინატორები - არსებობს მყარი და სილიკონის სუპინატორები. ამ პროდუქტებს, ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომია საბავშვო სუპინატორებიც. აღსანიშნავია, რომ "ახალი ხედვა" მომხმარებელს ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადების სერვისსაც სთავაზობს. ტერფის კომპიუტერული კვლევის შედეგად ინდივიდუალურად თქვენთვის შექმნილი სუპინატორი განსაკუთრებულად ეფექტურია ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის. ● წელის კორსეტები და ქამრები - გამოიყენება ხერხემლის დეფორმაციების, მალთა-შუა დისკის თიაქრის, ოსტეოქონდროზის, მოტეხილობისა და სხვა სამედიცინო დანიშნულებით, როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის 13 საფირმო სამედიცინო მაღაზიაში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ონლაინ მეთოდითაც ხელმისაწვდომია. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ.
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)