|
2023-05-05 16:45:49, 1088 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესასმსახური ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება. დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ ისტორიულ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ცერემონიას. „ბრიტანეთი განსაკუთრებით ემზადება მეფე ჩარლზის კორონაციისთვის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის ერთი საუკუნეა მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ცერემონია არ ჩატარებულა“, - განაცხადა ელჩმა სიფიო ქაცარავამ. ადმინისტრაციის ცნობითვე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით იმართება.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)