|
2023-05-04 14:32:26, 826 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა ბუნდესტაგის დელეგაციასთან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილა
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ევროპის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ გერმანელ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესზე. რატი ბრეგაძემ ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო სრულად გაუწევს კოორდინაციას ამ პროცესს. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი უკვე განიხილავს და უახლოეს პერიოდში ამოქმედდება სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ელექტრონული პლატფორმა. „აღინიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრიდან მიღებული შთაბეჭდილებები იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს, ძალიან პოზიტიურია და ქვეყანაში ამ მიზნით მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს გერმანიის ურყევი მხარდაჭერა ექნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გერმანიასთან მჭიდრო სექტორული თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა 2022 წლის სექტემბერში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შემდგომ. კერძოდ:
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)