|
2023-05-04 14:11:27, 1110 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - მე და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი შევქმენით
ოპოციზიონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, პარლამენტის როლთან დაკავშირებით ყოველთვის თანმიმდევრულები იყვნენ, ხოლო ის ორგანიზაციული და პოლიტიკური ბერკეტები, რაც პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, მათ საქმიანობაში კიდევ უფრო გააძლიერებთ. "დღეს მე და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში შევქმენით პოლიტიკური ჯგუფი (ფაქტობრივად, ფრაქცია), რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, გამოვიყენოთ საპარლამენტო ბერკეტები. ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანმიმდევრულები პარლამენტის როლთან დაკავშირებით. ის ორგანიზაციული და პოლიტიკური ბერკეტები, რაც პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, ცოტათი უფრო გაგვაძლიერებს ჩვენს საქმიანობაში. სახელის შერჩევის პროცესში ვართ და დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ წაგვეშველებით. ერთი სავარაუდო სახელი არაფორმალურად დავტესტეთ პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებში და კრიტიკის ქარცეცხლი დაგვაყარეს. დავრწმუნდით, რომ სწორს გვეუბნებოდნენ",- წერს გოცირიძე.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)