|
2023-05-04 14:04:51, 777 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - პრემიერს ოჯახზე, დედებზე, ბავშვებზე ბუდაპეშტიდან საუბარს, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს კაბინეტიდან და შეხვდეს დედებს
აბსტრაქტულად საუბარი, რომ აფასებს ქალებს, ბავშვებს და ოჯახებს, ეს არის მორიგი სიყალბე,- ასე ეხმაურება "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლივილი საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლას. ნაცვლიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტიდან განცხადებების გაკეთების ნაცვლად, თბლისში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს წამლით უნდა დაეხმაროს. "ბუდაპეშტში საუბარს ოჯახზე, დედებზე, ბავშვებზე და ასეთ კარგ რაღაცებზე, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს თავისი კაბინეტიდან და მისი კაბინეტის წინ მეორე კვირაა, დედები, რომლებმაც ოჯახები დატოვეს და შვილების გადასარჩენად იძულებული არიან, ღამე ათიონ კანცელარიის წინ. აი, მანდ რომ გაიხსენოს ოჯახის სიწმინდე და ის, რომ ქალი სახლში უნდა იყოს ბავშვთან, კარგი იქნება. აბსტრაქტულად საუბარი, რომ აფასებს ქალებს, ბავშვებს და ოჯახებს, ეს არის მორიგი სიყალბე",- ამბობს ნაცვლიშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას (CPAC) სიტყვით დღეს, 4 მაისს მიმართა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)