|
2023-05-04 13:47:00, 768 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - ეს იყო ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა
ბატონი პრემიერის გამოსვლა იყო მართლაც ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლას. როგორც ღუდუშაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ვისაც პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ეწყინა, ცივი წყალი დალიოს". "თურმე, ის, რომ დიახ, დედა დედაა და მამა მამაა, ეს თურმე, არის წახალისება ძალადობის. როგორც გნებავთ ისე ჩათვალეთ, მაგრამ დიახ, დედა ნამდვილად დედა არის და მამა ნამდვილად მამა არის. ბატონი პრემიერის გამოსვლა იყო მართლაც ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. ეს ვინმეს ეწყინა, ეტკინა, ზოგმა ცივი წყალი დალიოს, ზოგმა კიდევ თავის თავში იპოვოს სივრცე და ადგილი - არა ბოროტებას, სიკეთე, ერთობა და სიყვარული, ქვეყნის სიძლიერე. რეალურად, ჩვენი ქვეყანა დგას იმ ფუნდამენტალურ ღირებულებაზე, რომელიც არის რწმენაზე, ოჯახის სიწმინდეზე",- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას (CPAC) სიტყვით დღეს, 4 მაისს მიმართა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)