13:13 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 16:25:56, 1247 ნახვა

მსოფლიო
მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა BILD ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მოწვევით ჩავა, გერმანიის ძალოვანი სტრუქტურები კი, პრეზიდენტის ვიზიტისთვის უკვე ემზადებიან.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ 14 მაისს ზელენსკის ოფიციალურად სამხედრო პატივით მიიღებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ამის შემდეგ კი დაგეგმილია მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის ქალაქ აახენში ჩაფრინდება, სადაც მას კარლოს დიდის პრემიას გადასცემენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics