|
2023-05-03 14:42:33, 729 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - მერიამ რუსული სანქცირებული კომპანიისგან „კამაზები“ შეიძინა
პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისის მერიამ რუსული სანქცირებული კომპანიისგან "კამაზები" შეიძინა. ხოშტარიას თქმით, აღნიშნული შესყიდვა შეფასებულია, როგორც "რუსეთის მომავალი აგრესიის დაფინანსება", ხოლო თბილისის მერია კი, როგორც რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყარო. "რუსეთში ამერიკის ყოფილ ელჩს, მაკფოლს ჩაბარდა სანქციების საერთაშორისო ჯგუფი, რომლებიც აქვეყნებენ მუდმივ ანალიზს და სამოქმედო გეგმებს. მათ დოკუმენტში პირდაპირ მოყვანილია კახა კალაძის უწყების, მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვა, იყიდეს რუსული ვაგონები. ეს შესყიდვა პირდაპირ არის შეფასებული, როგორც "რუსეთის მომავალი აგრესიის დაფინანსება", ანუ კალაძის უწყება პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორც რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყარო. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა. ამ დასკვნის შემდეგ, რომელსაც უნდა გამოეწვია მყისიერი რეაგირება, კალაძის უწყებამ შეიძინა კონკრეტულად სანქცირებული "კამაზები", რომლებიც გამოიყენება უკრაინაში. მერიის სამსახურმა დაადასტურა, რომ დიახ, ეს იყო შესყიდული და ჩვენი შესყიდვების კანონი ამის შესაძლებლობას გვაძლევს. მორალური და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გარდა, მათ მინდა შევახსენო, რომ კანონი ითვალისწინებს, რომ შესყიდვის პროცედურა შეიძლება გაჩერდეს, თუ ეს გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან. ეს პასუხი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის არ დააფინანსოს, რუსული სისხლიანი კამპანია, აგრესია, ომი უკრაინაში",- განაცხადა ხოშტარიამ. მისივე თქმით, კახა კალაძე საქართველოს საფრთხეს უქმნის. "ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და პირდაპირი მინიშნება, რომ კალაძე ამ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ამ შემთხვევაში, საშიშროებაა ქვეყნის სანქცირების. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის, რომ ქვეყანამ აირიდოს თავიდან სანქციები და ეს სანქციები პერსონალური იყოს",- დასძინა ხოშტარიამ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)